Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გადასახადებს გაუზრდის ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს


ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე
ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთიდან წასული მოქალაქეებისათვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ განაცხადა სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომლის თქმითაც, ისინი, ვინც ქვეყნიდან წავიდნენ, არა მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, არამედ კანონის შესაბამისი ყველა შეღავათითაც სარგებლობენ.

"უნდა გაუქმდეს პრეფერენციები მათთვის, ვინც დატოვა რუსეთის ფედერაცია და უნდა იქნას შემოღებული მათთვის გადასახადის გაზრდილი განაკვეთი. ასე უფრო სამართლიანი იქნება", - წერს ვოლოდინი ტელეგრამაში.

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც უნდა აკრძალოს საზღვარგარეთ წასული მთელი რიგი სპეციალობის მქონე რუსების დისტანციურად მუშაობა. კანონპროექტის მიხედვით, სპეციალობების ჩამონათვალს რუსეთის მთავრობა დაადგენს.

გამოცემა „ვიორსტკა“ წერს, რომ შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სხვა არაერთ სფეროს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი დატოვა ასობით ათასმა შრომისუნარიანმა რუსმა, მათ შორის ბიზნესმენმა, IT სპეციალისტმა, მეცნიერმა, ექიმმა და მუსიკოსმა.

უცნობია ზუსტი მონაცემები, რამდენი მათგანი დარჩა საზღვარგარეთ. "როსსტატმა" გამოთვალა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში მიგრაციულმა გადინებამ დაახლოებით 96 ათასი ადამიანი შეადგინა.

XS
SM
MD
LG