Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტრადიციულ მოკავშირე სერბეთში გაიმართა აქცია უკრაინაში კრემლის ომის წინააღმდეგ


უკრაინაში კრემლის ომის საწინააღმდეგო აქცია. ბელგრადი. 24 დეკემბერი, 2022 წელი
უკრაინაში კრემლის ომის საწინააღმდეგო აქცია. ბელგრადი. 24 დეკემბერი, 2022 წელი

24 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში, ასობით ადამიანმა მოიყარა თავი უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებელი გაყვანის მოთხოვნით.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები, რომლებითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებდნენ, თავი "შორს დაიჭიროს უკრაინისგან". აქციაზე იყო ასევე ისეთი ლოზუნგები, როგორებიცაა "თავისუფლება უკრაინას", "შეწყვიტეთ ომის სიგიჟე", "სიკვდილისა და შიშის 304 დღე".

სერბეთი, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის უახლოეს მოკავშირედ რჩება. ბელგრადმა დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრა, თუმცა არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ უპრეცედენტო სანქციებს, რომლებიც ზღუდავს ვაჭრობას, ენერგიის გადაზიდვებს, პირდაპირ ფრენებს და სხვა სახის კავშირებს.

სერბეთი არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მემარჯვენე პარტიების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფების და სხვა ძალების მხრიდან ასევე გაიმართა აქციები რუსეთისა და პუტინის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG