Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქაზე მეტი შეაგროვა უკრაინელთა დასახმარებლად


დევიდ გილმორი
დევიდ გილმორი

როკმუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის, "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, "ბუმბოქსის" ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად.

კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა.

XS
SM
MD
LG