Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „წმინდა გიორგის ლენტის“ შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ


ყირიმი, სევასტოპოლი, სამხედრო-ისტორიული ფესტივალი. 15 სექტემბერი, 2017 წელი
ყირიმი, სევასტოპოლი, სამხედრო-ისტორიული ფესტივალი. 15 სექტემბერი, 2017 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „წმინდა გიორგის ლენტის“, როგორც სამხედრო დიდების ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონს.

შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე.

"ლენტის" საჯარო წაბილწვა ითვალისწინებს ჯარიმას 5 მილიონ რუბლამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც „გამოიყენებს „წმ. გიორგის ლენტის“ სიმბოლიკას ისტორიულ მეხსიერებასთან შეუსაბამო მიზნებისთვის“, აღიკვეთება. თუმცა, ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ლენტი "ღონისძიებათა ფართო სპექტრის ჩატარების დროს".

„დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების სიმბოლოდ „წმ. გიორგის ლენტის“გამოყენება რუსეთში 2000-იანი წლების შუიდან დაიწყო და თანდათან გადაიქცა კრემლის პოლიტიკის ერთგულების სიმბოლოდ.

ნარინჯისფერ-შავ ლენტს, როგორც თავიანთ სიმბოლოს, ფართოდ იყენებდნენ ასევე დონბასის სეპარატისტებიც. ის ასევე ასოცირდება უკრაინაში ყირიმის ანექსიასთანაც. „წმინდა გიორგის ლენტი“ აკრძალულია უკრაინაში, მოლდოვაში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG