Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში გაურკვეველი ვადით გადაიტანეს სპექტაკლი, რომელშიც ლია ახეჯაკოვა მონაწილეობს


ლია ახეჯაკოვა
ლია ახეჯაკოვა

სანქტ-პეტერბურგის „ვიბორგის“ კულტურის სახლმა განაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით გადაიტანეს ლიუდმილა ულიცკაიას სცენარით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს რუსეთის სახალხო არტისტი ლია ახეჯაკოვა ასრულებს.

სპექტაკლის გადატანის მიზეზი არ სახელდება, ცენტრის ხელმძღვანელობა მაყურებელს ბილეთების საფასურის დაბრუნებას სთავაზობს.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში კრემლის მომხრე ავტორებმა მკვეთრად გააკრიტიკეს ახეჯაკოვა, რომელმაც არაერთხელ გამოხატა ომის საწინააღმდეგო პოზიციები.

სპექტაკლი „ჩემი შვილი ბენიამინი“ 4 იანვარს უნდა გამართულიყო. ლიუდმილა ულიცკაიას პიესა 1980-იან წლებში დაიწერა. სპექტაკლში ლია ახეჯაკოვა თამაშობს დედას, რომელსაც სურს, რომ შვილი, მისი ნების წინააღმდეგ, „კარგი ოჯახის წარმომადგენელ“ გოგოზე დააქორწინოს.

ლია ახეჯაკოვას მსგავსად, ლუდმილა ულიცკაიაც ცნობილია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით.

მაყურებლის თქმით, წინა წარმოდგენების დროს ხელისუფლების მომხრე აქტივისტებმა თეატრის შესასვლელთან მოაწყვეს პიკეტი. მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით: "ახეჯაკოვა, პატიება სთხოვე რუსებს“.

XS
SM
MD
LG