Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალუჟნი: ბრძოლაში იბადება ერი


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ „ფეისბუკით” სადღესასწაულო მილოცვა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინას ეყოფა ძალა მტრის დასაძლევად.

„ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს“ - დაწერა უკრაინის მთავარსარდალმა. მისივე თქმით, უკრაინას არ აურჩევია ომი, „მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა.“

„ბრძოლაში იბადება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს” - დაწერა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG