Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ცივი იარაღის ტარებაზე ჯარიმა იზრდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ბოლო ცვლილებებით იზრდება ჯარიმა ცივი იარაღის ტარებაზე. პარლამენტის მიღებული ცვლილებებით, რეგულაცია დღეიდან, 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.

"ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით", - წერია შეცვლილ კანონში.

მანამდე ჯარიმა 200 ლარი იყო.

სანქცია არ დაეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც ცივ იარაღს ატარებს:

  • პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
  • საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
  • თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
  • ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
  • იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

განმეორებით სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა კვლავ 1000 ლარი იქნება ან 15 დღემდე ადიმისნტრაციული პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG