Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის მშვიდობის პრემიის ირანელი ლაურეატი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიწვიონ ელჩები თეირანიდან


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი. ლონდონი. 14 იანვარი, 2019 წელი
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი. ლონდონი. 14 იანვარი, 2019 წელი

ირანის მთავრობის მხრიდან საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიმართ რეაქციის სახით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი, მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გაიწვიონ ელჩები თეირანიდან.

გერმანიის გაზეთს, Süddeutschen Zeitung-ს ებადიმ უთხრა, რომ მეორე მხრივ, ირანის მაღალი რანგის დიპლომატებს უნდა დაატოვებინონ ეს ქვეყნები.

ირანელი იურისტი თვლის, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაეს მმართველს, აიათოლა ალი ხამენეის და მის გარემოცვაში შემავალ პირებს უნდა ჩამოერთვათ აქტივები. ებადი აღნიშნავს, რომ ირანის 130-მდე ქალაქში თვეების განმავალობაში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, ასეულობით ადამიანი დააკავეს, 60-ზე მეტი არასრულწლოვანი იქნა მოკლული და ხალხი მაინც განაგრძობს პროტესტს.

მათ რეფორმები კი არ სურს, არამედ ისლამურ რესპუბლიკის აღსასრული.

ებადი ირანის პირველი მოსამართლე ქალი იყო. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მას ეს თანამდებობა დაატოვებინეს. ის ადამიანის უფლებათა დამცველი და მთავრობის ოპონენტების ადვოკატი გახდა. 2003 წელს მას მიენიჭა მიიღო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. შირინი ებადი 2009 წლიდან ლონდონში ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG