Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმებმა უსაზღვრებოდ“ ღია ზღვაში 85 მიგრანტი გადაარჩინა


ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, „ექიმებმა უსაზღვრებოდ“ ხმელთაშუა ზღვაში დახმარება აღმოუჩინა მიგრანტებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ ღია ზღვაში.

ხომალდ „გეო ბარენცმა,“ რომელსაც ორგანიზაცია იყენებს სამაშველო დანიშნულებით, საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროსთან ჯერ გადაარჩინა 41 ადამიანი, იტყობინება „ექიმები უსაზღვრებოდ.“ მოგვიანებით „გეო ბარენცმა“ ბორტზე აიყვანა კიდევ 44 ადამიანი. ორგანიზაციის ცნობით, ახლა, ხომალდი, იტალიის მითითებით, ტარენტოსკენ მიემართება.

ხმელთაშუა ზღვაში არ არსებობს სახელმწიფო სამაშველო სამსახური. ამ ზღვის გავლით აფრიკის კონტინენტიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ მიგრანტები, რომლებიც ხშირად გაუმართავი გემებით და ნავებით გადიან ზღვაში, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გასულ წელს, მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აღნუსხულია ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას დაღუპული ან დაკარგული ორი ათასი ადამიანი. სავარაუდოდ, რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

XS
SM
MD
LG