Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში დაკრძალავენ საბჭოთა რუსეთის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარეს რუსლან ხასბულატოვს


ფოტო არქივიდან. რუსლან ხასბულატოვი
ფოტო არქივიდან. რუსლან ხასბულატოვი

80 წლის ასაკში, მოსკოვის მახლობლად, საკუთარ სახლში გარდაიცვალა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე რუსლან ხასბულატოვი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხასბულატოვი იყო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარეც.

რუსლან ხასბულატოვი 1942 წელს გროზნოში დაიბადა. 60-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990 წელს გახდა საბჭოთა რუსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და შემდეგ მისი თავმჯდომარე. 1991 წელს ხასბულატოვმა დაგმო „აგვისტოს პუტჩი“, 1993 წელს კი, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომხრეთა შორის იყო. ამ კონფლიქტმა გამოიწვია საკონსტიტუციო კრიზისი და შეტაკებები მოსკოვში. რუსლან ხასბულატოვი დააკავეს მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. 1994 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს დუმის მიერ გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე.

2003 წელს რუსლან ხასბულატოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ კენჭი არ უყრია. 2021 წელს ხასბულატოვმა მხარი დაუჭირა მეორე ვადით ჩეჩნეთის მეთაურად რამზან კადიროვის არჩევას.

სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ რუსლან ხასბულატოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერენ, რომ მას 5 იანვარს ჩეჩნეთში დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG