Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მახე უწოდეს რუსეთის ეკლესიის მოწოდებას "საშობაო ზავისკენ"


უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ცინიკური მახე" უწოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს მოწოდებას 6 და 7 იანვარს გამოცხადდეს ე.წ. "საშობაო ზავი" რუსეთსა და უკრაინას შორის.

როგორც პოდოლიაკი ტვიტერით წერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებლობისთვის და გამოდის მხოლოდ 'ომის პროპაგანდისტის' როლში". პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა უტოლდება "მოწოდებებს უკრაინელთა გენოციდისკენ", და კირილეს წინადადება არის "პროპაგანდის ელემენტი".

უკრაინის და მისი რელიგიური კონფესიების ლიდერებს კირილეს წინადადებაზე სხვა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ზავის შესახებ კირილეს მოწოდება მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG