Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანში დაკრძალეს ბენედიქტე XVI


5 იანვარს ვატიკანში დაკრძალეს გადამდგარი პაპი ბენედიქტე XVI, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიას ხელმძღვანელობდა პაპი ფრანცისკე, ცერემონიაში მონაწილეობდა 125 კარდინალი, 200 ეპისკოპოსი და 3700-მდე მღვდელი. დაკრძალვას ათასობით პირი დაესწრო.

საერო ცხოვრებაში ბენედიქტე XVI-ს ერქვა ალოიზ რატცინგერი. ის გერმანიაში დაიბადა, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის შემდეგაც თეოლოგიას სწავლობდა. 1970-იან წლებში გახდა მიუნხენის არქიეპისკოპოსი, შემდგომ - კარდინალი. ცნობილია, როგორც თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი თეოლოგი. პაპ იოანე პავლე II-ის დროს ის სათავეში ჩაუდგა რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას. ითვლებოდა ზომიერად კონსერვატიული შეხედულებების მქონე საეკლესიო მოღვაწედ.

პაპად ის აირჩიეს 2005 წელს, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ და რიგით მეორე არაიტალიელი პაპი გახდა. ბენედიქტეს პონტიფიკატს ჩრდილი მიაყენა რამდენიმე სკანდალმა, რომლებიც დაკავშირებული იყო კათოლიკე მღვდლებს შორის პედოფილიის შემთხვევებთან. 2013 წლის თებერვალში ის გახდა ისტორიაში მესამე პაპი, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი მემკვიდრე გახდა ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე. გადადგომის შემდეგ ბენედიქტემ მიიღო ტიტული „გადამდგარი პაპი“. ის დასახლდა ვატიკანში, Mater Ecclesiae-ს („ეკლესიის დედა“) ყოფილ დედათა მონასტერში. ხალხში ის იშვიათად ჩნდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG