Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ აღკვეთა კიბერთავდასხმა ცენტრალურ ბანკზე


ირანმა აღკვეთა კიბერთავდასხმა ცენტრალურ ბანკზე, აცხადებს ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანია 6 იანვარს.

ოფიციალური სააგენტო IRNA ავრცელებს ირანის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის კომპანიის ხელმძღვანელის, ამირ მოჰამადზადე ლაჯევარდის სიტყვებს, რომ 5 იანვარს ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა DDoS-ის ფორმის შეტევა. DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

ოქტომბერში Anonymous-ი და სხვა გლობალური ჰაკერული კომპანიები გამოვიდნენ მუქარით, რომ ირანის ინსტიტუტების და ოფიციალური პირების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს განახორციელებდნენ, რათა მხარი დაეჭირათ ანტისამთავრობო დემონსტრაციებისთვის და თავი აერიდებინათ ქვეყანაში მოქმედი საინტერნეტო ცენზურისთვის.

ირანის ცენტრალური ბანკი სექტემბერში აცხადებდა, რომ კიბერშეტევის გამო დროებით გაითიშა მისი ვებსაიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG