Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვლმა გზებზე მოძრაობა შეაფერხა - ნახეთ, სად რა შეზღუდვებია


რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამი-საქასრიას მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და ამ დროისთვის იქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

უწყების ცნობით, თოვის და ქარბუქის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

უხვი ნალექი მოვიდა ზემო აჭარაშიც, ხულოში. თოვლმა შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შექმნა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება კურორტ ”გოდერძის” მიმართულებითაც, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG