Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს


ფოტოილუსტრაცია: პოლიციის პატრული
ფოტოილუსტრაცია: პოლიციის პატრული

სოფელ გოდოგანში, რომელიც თერჯოლის რაიონში მდებარეობს, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს.

სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის იარაღი ადგილზეა ნაპოვნი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. დეტალები ზუსტდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG