Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, უკრაინასთან ომში დაწუნებული რუსი გენერალი ახალ თანამდებობაზე დანიშნეს


ფოტო არქივიდან. გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი
ფოტო არქივიდან. გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი

რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს". ინფორმაციას ლაპინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ რუსული გამოცემა РБК ავრცელებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

2022 წლის ივლისში, პრეზიდენტმა პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს მიანიჭა რუსეთის გმირის წოდება, ოქტომბრის ბოლოს კი, ლაპინი დაჯგუფება „ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა ჩეჩნეთის მეთაურის, კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, პრიგოჟინის მხრიდან გენერალ ლაპინის მწვავე კრიტიკა უკრაინაში არაერთი მარცხის, მათ შორის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევის გამო.

XS
SM
MD
LG