Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალმა ევროპამ/რადიო თავისუფლებამ ახალ ოფისი გახსნა ლიეტუვაში


რადიო თავისუფლების ოფისი პრაღაში
რადიო თავისუფლების ოფისი პრაღაში

რადიო თავისუფალმა ევროპამ/რადიო თავისუფლებამ 10 იანვარს თავისი ახალი ოფისი გახსნა ლიეტუვის დედაქალაქში. მედიაორგანიზაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, აცხადებს, რომ ეს არის „კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია კომპლექსური სტრატეგიის ჩარჩოებში, რომ წინ აღვუდგეთ ფართოდ გავრცელებულ რუსულ დეზინფორმაციას და საიმედო, დამოუკიდებელი ახალი ამბების და ინფორმაციის დახმარებით მივიზიდოთ ახალი აუდიტორია“.

ვილნიუსში იგეგმება იმ ჟურნალისტების განთავსება, რომლებმაც 2021 წელს ბელარუსი დატოვეს, ლუკაშენკას რეჟიმის მიერ რადიო თავისუფლების მინსკის ბიუროს დახურვის შემდეგ. მათთან ერთად იქ იმუშავებენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპლატფორმის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ თანამშრომლები. რადიო თავისუფალმა ევროპამ/რადიო თავისუფლებამ აღნიშნა, რომ ორი ჟურნალისტი, იგარ ლოსიკი და ედრეი კუზნჩიკი, „რჩებიან ლუკაშენკას რეჟიმის უსამართლო პატიმრობაში.“

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონი, დევნილობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და აშშ-ის ელჩი რობერტ გილკრისისტი ოფისის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ესწრებოდნენ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეიმი ფლაისთან ერთად.

თავის განცხადებაში ფლაიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიის მტკიცე მხარდაჭერისთვის“. მან ვილნიუსის ოფისს უწოდა „ლიეტუვის ხალხთან რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ათწლეულების მანძილზე პარტნიორობის მოწმე“. „ის, - ფლაის თქმით, - შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ჩვენი აუდიტორია ბელარუსში ზუსტი და მართალი ახალი ამბებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG