გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანიის კაბინეტის პირველი მინისტრია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა. იგი ესტუმრა ქალაქ ხარკოვს, რომლისთვისაც ხანგრძლივი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ხარკოვი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის "შეშლილობის" სიმბოლოა.
ვიზიტის დროს, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებით საიდუმლო იყო, ბერბოკს თან ახლდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და გერმანიაში უკრაინის ელჩი ალექსი მაკეევი.
ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ უკრაინის ხალხმა „უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ეს ასევე გულისხმობს იარაღის შემდგომ მიწოდებას“.