Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაიმართა უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველების შეხვედრა


უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველები დმიტრო ლუბინეცი და ტატიანა მოსკალკოვა
უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველები დმიტრო ლუბინეცი და ტატიანა მოსკალკოვა

თურქეთში გაიმართა უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველების, დმიტრო ლუბინეცის და ტატიანა მოსკალკოვას შეხვედრა. ინფორმაცია წუხანდელ შეხვედრაზე, რომელიც ანკარაში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა, ჯერჯერობით საკმაოდ მწირია.

უკრაინის ომბუდსმენის ოფიციალურ საიტზე დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით, განიხილეს ჰუმანიტარული პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ დახმარებას და კონკრეტული წინადადებები გაცვალეს. დეტალებს ლუბინეცი არ ასახელებს. ტატიანა მოსკალკოვამაც ტელეგრამზე დაწერა, რომ განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხები.

თურქეთში შეხვედრამდე უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ მთავარი თემა იქნებოდა რუსეთიდან უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო პირების დაბრუნება, ხოლო რუსეთის სახალხო დამცველი ერთ-ერთ განსახილველ საკითხად ასახელებდა უკრაინაში პრორუსული პოზიციის მქონე პირთა სამართლებრივი დევნის პრობლემას.

XS
SM
MD
LG