Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის მატარებლის სადგურზე ექვსი ადამიანი დაჭრეს, თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა


11 იანვარს პარიზის ხალხმრავალ მატარებლის სადგურზე, Gare du Nord-ზე, თავდამსხმელმა არაპროვოცირებული შეტევისას ცივი იარაღით დაჭრა ექვსი ადამიანი, შემდეგ მას პოლიციამ ესროლა, იუწყება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მამაკაცმა დილის 6:43-ზე "ბასრი იარაღით" მიიტანა იერიში რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის პოლიციელზე, - აღნიშნავს პოლიცია და დასძენს, რომ თავდამსხმელი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, "სიცოცხლესა და სიკვდილს შორის" მდგომარეობაში.

ერთ-ერთი მსხვერპლის მიერ მხარის არეში მიღებული ჭრილობა მძიმეა, პირს საავადმყოფოში მკურნალობენ.

პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს თავდასხმის რაიმე მოტივს, ტერორიზმის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG