Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე II


ათენში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე II.

ის სახელმწიფოს მეთაური იყო 1964-1973 წლებში, თუმცა რეალურად მხოლოდ 1967 წლამდე იყო ხელისუფლების სათავეში. მამამისის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ასული კონსტანტინე II, რომელიც მაშინ 23 წლის იყო, მწვავე პოლიტიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა.

რამდენიმე მთავრობის შეცვლის შემდეგ, რომლებმაც ვერ მოახერხეს პარლამენტის მხარდაჭერის მიღება, 1967 წლის აპრილში საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ე.წ. „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმმა.

1973 წელს სამხედრო რეჟიმმა მონარქია გააუქმა. ერთი წლის შემდეგ, როცა საბერძნეთში დემოკრატია აღდგა, მოქალაქეთა უმრავლესობამ რეფერენდუმში რესპუბლიკას დაუჭირა მხარი. კონსტანტინე II-მ განაცხადა, რომ ემორჩილება ხალხის არჩევანს. მიუხედავად ამისა, ქონებრივი დავების გამო ის მხოლოდ მცირე ხნით ჩადიოდა სამშობლოში და საბოლოოდ მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა საბერძნეთში.

კონსტანტინე II განეკუთვნებოდა გერმანულ-დანიური წარმომავლობის გლიუკსბურგების დინასტიას, რომელიც XIX საუკუნეში გამეფდა. ის იყო ესპანეთის დედოფალ სოფიას (ყოფილი მეფის, ხუან კარლოსის მეუღლის) ძმა და დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მეფის, ჩარლზ III-ის ბიძაშვილი.

XS
SM
MD
LG