Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


შინძო აბეს დასაფლავება
შინძო აბეს დასაფლავება

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს პროკურორებმა ბრალი წაუყენეს.

დასავლეთ იაპონიის ქალაქ ნარის სასამართლოს თანახმად, მას ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის შენახვის კანონის დარღვევაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

აბეს შარშან ივლისში, ნარაში კამპანიის დროს ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილმა თქვა, რომ მისი სამიზნე იყო აბე, რადგან მას კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან, რომელიც პასუხისმგებელია მისი ოჯახის ფინანსურ სირთულეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG