Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტი გეგმავს იეზიდების გენოციდის აღიარებას


გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის - მმართველი კოალიცია ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური პარტიის კავშირთან ერთად გეგმავს გენოციდად აღიაროს ერაყში ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაული იეზიდების მიმართ.

კენჭისყრა გაიმართება მომავალ ხუთშაბათს. განაცხადში ნათქვამია, რომ 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხუთი ათასამდე იეზიდი ქალი და კაცი აწამა და სასტიკად დახოცა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი იყო „იეზიდთა თემის მთლიანად მოსპობა“, - წერია დოკუმენტში.

ამჟამად გერმანიაში 200 ათასამდე იეზიდი ცხოვრობს. 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სინჯარის მთიანეთის დაკავების შემდეგ ექსტრემისტულმა გაერთიანებამ იეზიდი გოგონები და ქალები მონებად აქცია, ხდებოდა მათი მასობრივი გაუპატიურება, ათასობით კაცი დახოცეს. საკუთარი საცხოვრებელი ამ პერიოდში მიატოვა 400 ათასმა იეზიდმა.

გაერომ და ევროპის პარლამენტმა იეზიდების მიმართ დანაშაული გენოციდად უკვე აღიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG