Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე ქალაქ დნეპრში


რუსეთმა ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი სახლი დაბომბა
რუსეთმა ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი სახლი დაბომბა

14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან სახლზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე 5 ადამიანი, დაჭრილია 60, მათ შორის 12 ბავშვი (19:40 საათის მონაცემებით) - აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს რუსეთის "ტერორს".

"უკვე ხუთი ადამიანია დაღუპული" - წერს ტელეგრამით რეგიონის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო და აქვეყნებს ნანგრევებად ქცეული შენობის ფოტოს. "27 პირია დაჭრილი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი" - დასძენს ის.

14 იანვარს, უფრო ადრე, უკრაინა იუწყებოდა რუსეთის შეტევებზე კიევში და სხვა ქალაქებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG