Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მზადაა იმუშაოს "ადგილობრივ ზავებზე" უკრაინაში


იბრაჰიმ კალინი, თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
იბრაჰიმ კალინი, თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

თურქეთმა 14 იანვარს გამოაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს უკრაინაში "ადგილობრივად" ცეცხლის შეწყვეტაზე და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არც მოსკოვს და არც კიევს არ აქვთ საკმარისი სამხედრო ძალა "ომის მოსაგებად".

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა თქვა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები მომავალ თვეებში მზად იქნებიან "ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვისო". თუმცა, მისი თქმით, ომის სასტიკმა შედეგებმა შესაძლოა მათ უბიძგოს ადგილობრივი ზავებისკენ, საომარი ზონის კონკრეტულ ადგილებში.

ნატოს წევრმა, თურქეთმა, ამ დრომდე ორ შეხვედრას უმასპინძლა უკრაინასა და რუსეთს შორის და მონაწილეობა მიიღო გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში, რომლითაც განახლდა უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვები შავი ზღვის გავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG