აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში 14 იანვარს რუსეთის იერიშის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკო.
მისი მონაცემებით, დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის - 15 წლის გოგო. დაჭრილია 64 პირი, რომელთა შორის 12 ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა სამი წლისაა.
ნანგრევებიდან ამოიყვანეს 40-მდე ადამიანი, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მანამდე, 14 იანვარს, რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.