Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, არის ათობით მსხვერპლი


ავიაკატასტროფის ადგილი, ნეპალი
ავიაკატასტროფის ადგილი, ნეპალი

ნეპალში ჩამოვარდა კომპანია Yeti Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი.

მის ბორტზე იმყოფებოდა 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ ყველა დაიღუპა, თუმცა შემდეგ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესმა" და "ფრანს პრესმა" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მაშველებმა რამდენიმე გადარჩენილს მიაგნეს. ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შემდეგ გამოაცხადა, რომ დაიღუპა 68 ადამიანი.

თვითმფრინავი დედაქალაქ კატმანდუდან მიფრინავდა პოხარუში და დაფრენის დროს განიცადა კატასტროფა, რომლის მიზეზებიც ჯერჯერობით უცნობია.

ნეპალი საჰაერო ფრენებისთვის საფრთხის შემცველ სახელმწიფოდ ითვლება, თავისი მაღალმთიანი რელიეფის და ხშირად ცვალებადი ამინდის გამო.

XS
SM
MD
LG