Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა შეჩერდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბოსფორის სრუტეში ნაოსნობა დროებით შეწყდა. სააგენტო "ანადოლუ" თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მახლობლად მეჩეჩზე დაჯდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინიდან მოემართებოდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ინციდენტის ამოწურვამდე ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია.

საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში მოქმედებს უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

XS
SM
MD
LG