Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40-მდე გაიზარდა დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


უკრაინის ქალაქ დნეპრში რუსული რაკეტით დანგრეული სახლი. 2023 წლის 15 იანვარი
უკრაინის ქალაქ დნეპრში რუსული რაკეტით დანგრეული სახლი. 2023 წლის 15 იანვარი

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თანახმად, 40-მდე გაიზარდა 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია.

მაშველების ინფორმაციით, 16 იანვრის 13:00 საათის მონაცემებით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან -14 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მისი ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა. ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG