Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ადვოკატების ჯგუფი პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ნავალნის "აშკარა წამება"


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსი ადვოკატების ჯგუფი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, შეწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმარ ალექსეი ნავალნის "აშკარა წამება" - ნავალნი რუსეთის ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში, სადამსჯელო იზოლატორში იმყოფება.

მოწოდებას, რომელიც 16 იანვარს წერილის ფორმით გამოქვეყნდა ტელეგრამის არხზე, წინ უძღოდა რუსი ექიმების ანალოგიური მიმართვა მთავრობისადმი.

წერილს ხელს აწერს 14 ადვოკატი, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

ნავალნი და მისი ადვოკატი ვადიმ კობზევი რამდენიმე დღეა ამბობენ, რომ ნავალნის ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა აქვს. კობზევი 10 იანვარს აღნიშნავდა, რომ ციხის მცველებმა უარი თქვეს მისი კლიენტისთვის წამლების გადაცემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG