Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკემბერში რუსეთიდან $317 მლნ-ზე მეტი გადმოირიცხა - ეს რეკორდული მაჩვენებელია


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

2022 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის ოდენობა. წინასაახალწლოდ გზავნილების მოცულობა აღემატება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხების რეკორდულ მაჩვენებელსაც კი.

განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გასულ თვეში საქართველოში სულ 535,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადმოირიცხა, საიდანაც 317,3 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყნებიდან კი თითქმის 1,5-ჯერ ნაკლები, 218 მლნ აშშ დოლარია გადმოგზავნილი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთიდან გადმორიცხულია თანხის 59 პროცენტზე მეტი.

ბოლო ერთ წელში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულია ჯამში 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი.

რუსეთიდან გადმორიცხული თანხა 2022 წელს (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით):

  • დეკემბერი - $317,31 მლნ, გაზრდილია 699,23%-ით;
  • ნოემბერი - $316,14 მლნ, გაზრდილია 819,11%-ით;
  • ოქტომბერი - $299,28 მლნ, გაზრდილია 725,59%-ით;
  • სექტემბერი - $137,94 მლნ, გაზრდილია 350,97%-ით;
  • აგვისტო - $110,94 მლნ, გაზრდილია 194,64%-ით;
  • ივლისი - $100,9 მლნ, გაზრდილია 150,75%-ით;
  • ივნისი - $231,44 მლნ, გაზრდილია 492,2%-ით;
  • მაისი - $313,9 მლნ, გაზრდილია 888,73%-ით;
  • აპრილი - $132,98 მლნ, გაზრდილია 298,77%-ით;
  • მარტი - $27 მლნ, კლება 16,12%-ით;
  • თებერვალი - $21,94 მლნ, კლება 12,7%-ით;
  • იანვარი - $22,38 მლნ, კლება 3,43%-ით.

რუსეთიდან დეკემბერში გადმოგზავნილი თანხა წლების მიხედვით:

  • 2022 წლის დეკემბერი - $317,31 მლნ;
  • 2021 წლის დეკემბერი - $39,7 მლნ;
  • 2020 წლის დეკემბერი - $40,71 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი - $43,82 მლნ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა ამ ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.

XS
SM
MD
LG