Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-მდე გაიზარდა ბელგოროდში, სამხედრო ნაწილის განლაგებაში ხელყუმბარის აფეთქებისგან დაღუპულთა რიცხვი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

7-მდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სამხედრო ნაწილის განლაგებაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, 14 იანვარს ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ ხელყუმბარა ააფეთქა, რასაც მოჰყვა საბრძოლო მასალის დეტონაცია და ძლიერი ხანძარი.

აფეთქების შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, 8 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 16 ადამიანი დაშავდა.

ჯერჯერობით კვლავ გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 ადამიანის ძებნა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, აფეთქებები 17 იანვარსაც მოხდა. გამთენიისას ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელგოროდში და ბელგოროდის რაიონში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. გლადკოვის თანახმად, შესაბამისი სამსახურები ხმელეთზე შედეგებს აზუსტებენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

XS
SM
MD
LG