Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით დააჯარიმა "ნოვაია გაზეტა"


"ნოვაია გაზეტას" ოფისი მოსკოვში. 2021 წ. ოქტომბერი.
"ნოვაია გაზეტას" ოფისი მოსკოვში. 2021 წ. ოქტომბერი.

მოსკოვის სასამართლომ დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ 500 ათასი რუბლი (7300 დოლარი) ჯარიმა დააკისრა დეკემბერში აღებული ინტერვიუსთვის, რომელშიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, ანდრეი კორდოჩკინმა, დაგმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. კორდოჩკინი ერთ-ერთი ავტორია წერილისა სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებიან.

სასამართლომ 18 იანვარს გამოაცხადა, რომ გაზეთი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში არის დამნაშავე.

სექტემბერში გაზეთს 400 ათასი რუბლის გადახდა დაუწესეს ახალ პროექტში, „ნოვაია რასკაზ-გაზეტაში“ გამოქვეყნებული მასალებისთვის.

ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ „ნოვაია გაზეტას“ ვებსაიტი დაბლოკა.

მარტში გაზეთმა შეწყვიტა ონლაინ და ბეჭდურ რეჟიმში გამოსვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცენზურის ახალი მკაცრი კანონები შემოიღო. გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილე სერგეი სოკოლოვი ირწმუნებოდა, რომ თავად ტექსტებში შეიარაღებულ ძალებზე სიტყვაც არ იყო ნახსენები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG