Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობას ტოვებს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი


ჯასინდა არდერნი
ჯასინდა არდერნი

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 42 წლის არდერნმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო ძალა აღარ აქვს.

ახალი ზელანდიის მოქალაქეებისადმი მიმართვისას ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელი ძალის მობილიზების იმედი ჰქონდა, რაც ვერ შეძლო და ასეთ ვითარებაში პრემიერად დარჩენით ქვეყანას დათვურ სამსახურს გაუწევს. არდერნი მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს არაუგვიანეს 7 თებერვლისა. უახლოეს ხანში პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტსაც დაიკავებს.

ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის მთავრობას სათავეში 2017 წელს ჩაუდგა. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 37 წლის ასაკში და მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მეთაური გახდა.

XS
SM
MD
LG