Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის ცნობით, ყაზარმაში ტრაგედია გამოიწვია გასათბობად ბენზინის გამოყენებამ


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძრის გამომწვევ მიზეზად ასახელებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას. გამოძიებისას მოპოვებული წინასწარი მონაცემები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილში გასათბობად ღუმელი დაანთეს დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით, რაც გენერალური შტაბის უფროსის სპეციალური განკარგულებით, კატეგორიულად აკრძალულია. ფაშინიანის თქმით, როცა ოფიცერს, რომელიც ღუმელს ანთებდა ცეცხლი მოეკიდა, მან ბენზინიანი ჭურჭელი მისდა უნებურად გადააგდო ყაზარმის მიმართულებით. ფაშინიანის თქმით, საბოლოოდ ყველა გარემოებას დაადგენენ საგამოძიებო კომიტეტი და გენერალური პროკურატურა.

სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში ხანძარი წუხელ გაჩნდა. დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG