Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი არ ცნობს ყირიმისა და უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას


ამირ აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ამირ აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მიუხედავად თეირანსა და მოსკოვს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებისა, ჩვენ არ ვცნობთ უკრაინისგან ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გამოყოფას“, - განაცხადა აბდოლაჰიანმა.

ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულად იცავს არჩეულ პრინციპს. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კონფლიქტი უკრაინაში არ წარმოადგენს გადაწყვეტას, ჩვენ გვწამს ჩვენი პოზიციისა, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპისა“, - დასძინა აბდოლაჰიანმა.

  • რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები;
  • კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ანექსიას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ. უკრაინამ თქვა, რომ ის შეიარაღებული გზით იბრძოლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG