Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ევროკავშირი სასამართლოს გარეშე ირანის რევოლუციურ გვარდიას ტერორისტად ვერ გამოაცხადებს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.1 მარტი, 2022 წელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.1 მარტი, 2022 წელი

ევროკავშირს არ შეუძლია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, სანამ ევროპის კავშირის სასამართლო არ განსაზღვრავს, არის თუ არა ის ასეთი ორგანიზაცია, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

გასულ კვირაში ევროპის კავშირის პარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეიყვანოს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „კორპუსი“, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის და რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო.

სააგენტო Reuters-ს მოჰყავს ბორელის სიტყვები, რომ „ეს არის ის, რაც ვერ გადაწყდება სასამართლოს გარეშე, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებაა“ საჭირო.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირანის არმიასთან ერთად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და მძლავრი სტრუქტურაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG