Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შესახებ შონ პენის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება ბერლინის კინოფესტივალზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) და ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) და ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი

ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, შონ პენის ფილმი - რომელიც კიევში გადაიღო და რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს - პირველად ბერლინის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები, მომავალ თვეში. ამის თაობაზე აღნიშნულია ფესტივალის პროგრამაში, რომელიც 23 იანვარს გამოქვეყნდა.

ბერლინის კინოფესტივალი - ბერლინალე - 16-26 თებერვალს გაიმართება და მის ყურადღების ცენტრში იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ომის წლისთავი. პენის დოკუმენტური სურათის გარდა, ფესტივალზე უკრაინის თემაზე სხვა ფილმებსაც უჩვენებენ.

პენის ფილმს "სუპერძალა"/"Superpower" ჰქვია და მის აღწერაში ვკითხულობთ: "ქრონიკა კინოპროექტისა, რომელიც რეალობამ აიძულა გადაქცეულიყო უფრო ნაკლებად კონტროლირებულ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რაღაცად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG