Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია ენმ-ის გენერალური მდივნის პოზიციაზე კირთაძის წარდგენას გეგმავს


გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ამავე პოზიციაზე კიდევ ერთხელ არჩევის შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნად ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი კირთაძეს წარადგენს.

„მსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში - შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ.

სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრაობის" სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას „ნაციონალურ მოძრაობაში", რათა ერთად გავაძლიეროთ ენმ-ის მებრძოლი გუნდი", - თქვა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თანაპარტიელის შესახებ განაცხადა: „პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ-ის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას".

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG