Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კირბი: უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას „მრავალი თვე“ დასჭირდება


თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი
თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი

თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში ამერიკული ტანკების, Abrams-ების გაგზავნას „მრავალი თვე“ დასჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს თეთრ სახლში გამოსვლისას პირველად გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის Abrams-ების გაგზავნას აპირებს. მან თქვა, რომ ტანკების მომსახურებისთვის უკრაინული სამხედროების მომზადებას აშშ ახლავე დაიწყებს, ვინაიდან Abrams-ი ერთობ რთულია ექსპლუატაციისთვის.

ამერიკულ ტანკებს უკრაინას გადასცემენ პროგრამა Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვეთენ მის მწარმოებელს და არ იღებენ აშშ-ის არმიის მარაგში არსებული ტექნიკიდან.

შეკითხვაზე, რატომ შეცვალა აშშ-მა პოზიცია უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა:

„შეიცვალა ვითარება ბრძოლის ველზე და ბრძოლის ტიპები, რომელთაც აწარმოებს რუსეთი. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბრძოლის ტიპები, რომელთა წარმოებაც შეეძლებათ უკრაინელებს უახლოეს თვეებში, მთელი 2023 წლის განმავლობაში."

კირბის თქმით, სწორედ ამიტომ აშშ ამჟამად უკრაინის სამხედროებს წვრთნის საერთო-საჯარისო ბრძოლების წარმოებაში, როცა ერთად მოქმედებს ჯარების ყველა სახეობა.

XS
SM
MD
LG