Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "მედუზა" არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა


რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა მოსკოვში
რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა მოსკოვში

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად მიიჩნია რუსეთში გამოცემა „მედუზის“ (Medusa Project company) საქმიანობა, რომელიც მანამდე აღიარებულ იქნა, როგორც "უცხოეთის აგენტი". გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ „შესაბამისი მასალების შესწავლის საფუძველზე“ მიიღო.

"მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას", - ნათქვამია პრესრელიზში.

ინფორმაცია გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველი უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანის მიზნით.

2021 წლის აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" სიაში შეიტანა კომპანია SIA Medusa Project-ი, რომელიც 2014 წელს ლატვიაშია რეგისტრირებული. რუსეთის სახელმწიფო სააგენტომ ეს გადაწყვეტილება "რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებით" განმარტა.

გამოცემა "უცხოელი აგენტების" სიაში მოსკოვის საზოგადოებრივი საზედამხედველო კომისიის ყოფილი წევრის, ალექსანდრე იონოვის, მიმართვის საფუძველზე მოხვდა. მან განაცხადა, რომ გამოცემა "დაფინანსებულია მინიმუმ ორი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, SIDA-სა და OAK Foundation-ის გრანტებით. გარდა ამისა, მან დაწერა, რომ 2019 წელს „მედუზამ“ მოიგო ლატვიის მიერ ტურიზმის რეკლამირებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერი, რომლით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისთვის 74,3 ათასი ევროს ანაზღაურება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG