Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის პისტორიუსი: უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“.

„ვფიქრობ, ამის შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. გამანადგურებლები ბევრად უფრო რთული სისტემებია, ვიდრე საბრძოლო ტანკები და ფრენის სრულიად სხვა მანძილი და საცეცხლე სიმძლავრე აქვთ. ისეთ განზომილებებში შევიდოდით, რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან უნდა მოვერიდოთ,“ თქვა პისტორიუსმა გაზეთ Suddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც BBC შენიშნავს, F-16 გამანადგურებლები უკრაინის შემდეგი დიდი მიზანია მოიერიშე ტანკების მიღების შემდეგ. ამის შესახებ განცხადებები აქვთ გაკეთებული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ მკითხველს შეახსენებს, რომ ნიდერლანდის მთავრობა ამბობდა: მას არა აქვს ტაბუ გამანადგურებლების მიწოდების საკითხში. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რასტისლავ კაჩერა ლაპარაკობდა უკრაინისთვის საბჭოთა MiG-29 სამხედრო თვითმფრინავების გადაცემისთვის მზადყოფნაზე.

როგორც მოსალოდნელია, ეს საკითხი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იქნება განხილული თებერვალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG