Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვივამედის“ დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს: დაარწმუნეთ სააკაშვილი, რომ რეკომენდაციებს დაექვემდებაროს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

„მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ და თქვა, რომ ექსპრეზიდენტისთვის აუცილებელია ინფუზიური თერაპიის ჩატარება, რაზეც ის კატეგორიულ უარს ამბობს. სააკაშვილი საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. „ადამიანი თვითონ აცხადებს უარს იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა“, - თქვა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

ზურაბ ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს. „მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის [ალასანიას], რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

XS
SM
MD
LG