Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში კვლავ ისმოდა სროლა, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა


იერუსალიმში დღე-ღამის განმავლობაში მეორედ ატყდა სროლა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისრაელის პოლიციის თანახმად, ცეცხლი ირ დავითის (დავითის ქალაქი) მიდამოებში გაიხსნა.

დაზარალებულები არიან სასწრაფო დახმარების 22 წლის მოხალისე და მისი 45 წლის მამა. მათი მდგომარეობა მძიმედ, მაგრამ სტაბილურად ფასდება.


სამართალდამცავი ორგანოების ბოლო მონაცემებით, სროლა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან 13 წლის მოზარდმა დაიწყო. საპასუხო სროლით პოლიციამ ის დაჭრა, ამჟამად დაკავებულია და სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ მომხდარს "სავარაუდო ტერაქტის"კვალიფიკაცია მიანიჭა.

წინა დღით, პარასკევს საღამოს იერუსალიმში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სინაგოგაში მლოცველებს. როგორც გაზეთი Jerusalem Post-ი იტყობინება, დაიღუპა მინიმუმ რვა ადამიანი, 10-ზე მეტი დაჭრილია. თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

XS
SM
MD
LG