Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი


ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კაფე-ბარში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. შემდეგ დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG