Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვისადმი მიმართვის გამო ხაბაროვსკში მცხოვრები კაცი დააპატიმრეს


ხაბაროვსკელი ზახარ ზარიპოვი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მიმართა წინადადებით, რომ მიაღწიოს რუსეთისგან ჩეჩნეთის გამოყოფას.

უფლებადამცველ ცენტრ „ოვდ-ინფოს“ ცნობით, ზარიპოვი ხაბაროვსკის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. მისი დაპატიმრების ვადა უცნობია. გამოძიების თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე ფსევდონიმით scribble_33-ი, ზარიპოვმა გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „კარნახი კადოროვისადმი“. პუბლიკაცია შეიცავდა წინადადებას კადიროვისადმი, რომ ჩეჩნეთიდან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის ნაცვლად, თავისი რეგიონის დამოუკიდებლობისთვის მიეღწია.

მანამდე ზახარ ზარიპოვმა მონაწილეობა მიიღო გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაპატიმრების წინააღმდეგ ხაბაროვსკის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG