Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ქალაქ კონსტანტინოვნკის დაბომბვის შედეგად


3 მოქალაქე დაიღუპა და 14 დაიჭრა რუსეთის მიერ ქალაქ დონეცკის ქალაქ კონსტანტინოვნკის დაბომბვის შედეგად.

დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროს, პაველ კირილენკოს, თქმით, რუსეთმა 28 იანვრის დილით განახორციელა სარაკეტო იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ კვარტალს. იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, სასტუმრო და მახლობლად მდგარი გარაჟები და ავტომობილი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, რუსეთის იერიშების შედეგად დონეცკის ოლქში 1,330-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2,900-ზე მეტი დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG