Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში, კასპიის ზღვის ნაპირზე, კვლავ იპოვეს დახოცილი ზღვის ლომები


შაბათს დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში კვლავ იპოვეს ნაპირზე გამორიყული დახოცილი ზღვის ლომები. "წითელ წიგნში" შეტანილი 6 ცხოველი პლაჟ „ოაზისის“ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მანამდე კასპიის ბუნების დაცვის ცენტრის თანამშრომლებმა დაღესტანში 50 მკვდარი ზღვის ლომი იპოვეს, 2022 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა 2500 ზღვის ლომის დახოცვის შესახებ.

დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ალიმურად გაჯიევმა, იშვიათი ძუძუმწოვარა ცხოველების მასობრივი სიკვდილი ფრინველის გრიპის ვირუსით ახსნა.

დეკემბერში კომპანია „როსპრიროდნადზორი“ ზღვის ლომების დახოცვის მთავარ ვერსიად ბუნებრივი აირით გამოწვეულ გაგუდვას ასახელებდა. ხელისუფლებამ იგივე მიზეზით ახსნა 2021 წელს რესპუბლიკაში 170 ზღვის ლომის დახოცვა.

XS
SM
MD
LG