Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს პორტუგალიის გრან პრიზე


ილია სულამანიძე
ილია სულამანიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, საბა ინანეიშვილი (+100 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ილია სულამანიძემ ნახევარფინალის გზაზე პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორან ბოელერი და უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა. ფინალის საგზური მან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლუკაშ კრპალეკის, ძლევით მოიპოვა, საჩემპიონო ბრძოლაში კი წუთსა და ცამეტ წამში მოუგო იაპონელ დოტა არაის.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე თორმეტი სპორტსმენით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG