Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში, ომით დანგრეულ ქალაქ ბოროდიანკაში. 2023 წლის 23 იანვარი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში, ომით დანგრეულ ქალაქ ბოროდიანკაში. 2023 წლის 23 იანვარი

უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან.

ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა, პუტინმა უთხრა, რომ არ სურს ტკივილი მიაყენოს, მაგრამ რაკეტით ამას სულ ერთი წუთი დასჭირდება.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ცდილობდა პუტინისთვის აეხსნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდებოდა და რომ რუსეთის შეჭრა გამოიწვევდა მის საზღვრებთან უფრო მეტ და არა ნაკლებ ნატოს.

ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და კიევს ეხმარება შეიარაღებით, ფინანსურად და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებით.

ომის პერიოდში, ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის რანგშიც და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც, 2023 წლის იანვარში.

XS
SM
MD
LG